Wednesday, July 25, 2012

Thursday, December 3, 2009

Wednesday, December 2, 2009

პროექტის შეფასების რუბრიკები

ინფორმაციის მოძიება,კალენდრის შექმნა, კედლის გაზეთის გამოშვება

კალენდარი


  1. სათაური:კალენდარი

  2. პროექტის მოკლე არწერა; მოიძიონ ინფორმაცია კალენდარის შესახებ ,შექმნან კალენდარი და გამოუშვან კედლის გაზეთი

  3. პროექტის სრული აღწერა:თემას ვირჩევთ გკვეთილიდან გამომდინარე. დაფაზე ვწერ მოსწავლეთა დახმარებით შემდეგ საკითხებს: ინფორმაციის მოძიება, კალენდარის შექმნა და კედლის გაზეთის გამოშვება. იყოფიან სამ ჯგუფად ნაწილდებიან შეძლებისდაგვარად, პირველმა ჯგუფმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია კალედარის შესახებ, თუ რა სახის კალენდრები არსებობს, ჩვენ რომელი კალენდრით ვსარგებლობთ, ვინ იყვნენ უძველესი კალენდარის შემქმნელები. მეორე ჯგუფმა უნდა დაამზადოს კალენდარი მეგობრების დაბადების დღეების მიხედვით. მესამე ჯგუფმა უნდა გამოუშვას კედლის გაზეთი, სადაც შეიძლება მოათავსონ რაიმე ინფორმაცია კალენდარის შესახებ, დაწერონ ლექსები, ზღაპრები, გამოცანები ან ანდაზები წელიწადის დროებზე, თვეებზე, დღეებზე. თვითონ მოიფიქრონ ზღაპრები ან ლექსები და გააფორმონ ლამაზი ნახატით.თითოეულ ჯგუფში ინიშნება პასუხისმგებელი პირები.

  4. მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი

  5. ვადები: 2 კვირა

  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები იღებენ მასწავლებლისაგან მითითებებს თუ რისისაშუალებით შეიძლება მიზნის მიღწევა: კომპიუტერის გამოყენება ისტ-ის ოთახში,სკოლის ბიბლიოთეკით სარგებლობა, ხელოვნების მასწავლებლის დახმარება.

  7. მოსალოდნელიშედეგები/პროდუქტი: გაეცნობიან კალენდრის წარმოშობის ისტორიას, კალენდრის სახეობებს, შექმლიან კალენდარს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს.

  8. სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან კალენდრის შესახებ ინფორმაციას.

  9. სამუშაო ენა: ქართული

  10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან

  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ხელოვნებასთან, სასწავლო გეგმასთან-გაეცნობიან კალენდარს როგორც დროის აღრიცხვის გარკვეულ სისტემას და საჭიროებისამებრ შეძლონ მისი გამოყენება. რიცხვების გამოსახვის, ზრდით და კლებით დალაგების, მოცემული რიცხვების დასახელების, დაკვირვების უნარის განვითარება.

  12. პროექტის ფასილიტატორი:ირმა ბათნიაშვილი

  13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: irmamarika@gmail.com